ჩვენი აქტივობები

BBE სამეცნიერო-კვლევითი აკრედიტებული ლაბორატორია ერთ-ერთია იმ იშვიათ ლაბორატორიებში, რომელიც წყლის, ჰაერისა და ნიადაგის ანალიზს ახორციელებს მთელ საქართველოში. შპს ,,ბი-ბი-ი” დაარსდა 2019 წელს. კომპანიის მიზანია ISO სტანდარტების დაცვით როგორც მობილური, ასევე სწრაფი ლაბორატორიული სერვისების მიწოდება ბაზრისთვის.

კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხარისხის კონტროლი შემდეგ კატეგორიებში:

  • წყალი (სასმელი, ზედაპირული, გრუნტის, ჩამდინარე).
  • ნიადაგი
  • ჰაერი (CO, CO2, O3, PM 2,5-10, NO2, SO2)
  • ფიზიკური და მიკროკლიმატის პარამეტრები (ხმაური, ვიბრაცია, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, ჰაერის ტემპერატურა, განათების დონის განსაზღვრა)
  • დეზინფექცია

კომპანია ,,ბი-ბი-ი”-ს მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად მოკლე დროში, მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მუშაობა, რასაც განაპირობებს კომპანიის საკუთრებაში არსებული ISO სტანდარტების მქონე მზომი ხელსაწყოები და კვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი.

კომპანიას კარგად აქვს გააზრებული ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გარემოებები და სრულად აქვს მორგებული მომხმარებელის შესაძლებლობებზე როგორც ფასები ასევე მობილური სერვისები.

შპს “გერგილთან” ერთად ჩვენი კომპანია მუდმივად მუშაობს შრომის უსაფრთხოების დარგის გაუმჯობესებაზე, ფიზიკური ფაქტორების გაზომვის სერვისის უზრუნველყოფით.

პროფესიონალებით აღჭურვილი BBE მზადაა მიიღოს ახალი გამოწვევები ინდუსტრიაში. ჩვენი მიზანია ვიყოთ ყველაზე კონკურენტუნარიანი და ყველაზე პროდუქტიული ორგანიზაცია ჩვენს სფეროში.