ნინო გოგატიშვილი

ნინო გოგატიშვილს “ბი-ბი-ი სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში” ლაბორატორიის ასისტენტის თანამდებობა უკავია. ნინო ლაბორატორიას 2020 წლიდან შემოუერთდა. იგი გახლავთ სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის წარმატებული სტუდენტი და მას ლაბორატორიაში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია.

ნინო თვლის,რომ ლაბორატორიული საქმიანობისა და კვლევის მუდმივი წარმოება,ბიოქიმიის სფეროს წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბიოქიმიისა და ქიმიური პროცესების კვლევის მეთოდების შესწავლა და მათი დახვეწა თამანედროვე ლაბორატორიული კვლევების უწყვეტი განვითარებისათვის. აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდილების დაგროვება კი მისი მიზნების სრულყოფის საწინდარია.