ფიზიკური ფაქტორების
ინსტრუმენტული გაზომვა
ხმაურიდან განათებამდე და მიკროკლიმატამდე — სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს ფიზიკური ფაქტორების ზუსტი ინსტრუმენტული შეფასება.
დაუკვეთეთ ფიზიკური ფაქტორების გაზომვა
ზუსტი შედეგები · სერტიფიცირებული ლაბორატორია
8 ფიზიკური ფაქტორი, გასაზომი დიაპაზონებით
ვზომავთ მიკროკლიმატს, ჰაერის ნაკადს, ხმაურს, ვიბრაციასა და განათებას სამუშაო და საცხოვრებელ გარემოში.
მიკროკლიმატი და ჰაერის ნაკადი
5−20…+60 °C0–95% RH0–30 m/s0.4–30 m/s0–1.000 mg/m³ხმაური, ვიბრაცია, განათება
330–130 dB0.5–199.9 m/s²0–20,000 LUXჯანსაღი სამუშაო გარემო — პროდუქტიულობის საფუძველი
სამუშაო გარემოში ფიზიკური ფაქტორების კონტროლი პირდაპირ აისახება გუნდის შრომისუნარიანობასა და უსაფრთხოებაზე. BBE ახორციელებს განათების, მიკროკლიმატისა (ტემპერატურა, ტენიანობა) და ელექტრომაგნიტური ველების ზუსტ ინსტრუმენტულ კვლევას — რათა მარტივად შეაფასოთ სამუშაო პირობები, აღმოფხვრათ ხარვეზები და შექმნათ კომფორტული სივრცე თანამშრომლებისთვის.
დაგვიკავშირდით
შევთანხმდებით ობიექტსა და გასაზომ ფაქტორებზე.
ადგილზე გაზომვა
დაკალიბრებული ხელსაწყოებით, რეალურ დროში.
ანალიზი
შედეგების შედარება მოქმედ ნორმებთან.
სერტიფიცირებული დასკვნა
ნათელი, ოფიციალური ანგარიში.
პასუხები, სანამ დაგვირეკავთ
ის, რასაც სამუშაო გარემოს გაზომვაზე ყველაზე ხშირად გვეკითხებიან.
რას ნიშნავს „ფიზიკური ფაქტორები“?
იმას, რასაც სამუშაო ან საცხოვრებელ სივრცეში ვგრძნობთ, მაგრამ თვალით ვერ ვზომავთ: ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობა, განათება, ხმაური და ვიბრაცია.
რატომ უნდა გავზომო ეს ჩემს ოფისში ან საწარმოში?
იმიტომ, რომ ეს პირდაპირ აისახება ადამიანებზე: სუსტი განათება — დაღლილი თვალები და შეცდომები, ხმაური — დაძაბულობა, ცხელი ან ნესტიანი ჰაერი — პროდუქტიულობის ვარდნა. ამას ემატება შრომის უსაფრთხოების მოთხოვნაც.
კონკრეტულად რას ზომავთ?
რვა მაჩვენებელს: ტემპერატურას, ჰაერის ტენიანობას, ჰაერისა და ქარის მოძრაობის სიჩქარეს, მტვერსა და აირებს, ხმაურს, ვიბრაციასა და განათებას.
თანამშრომლები ჩივიან, რომ ბნელა — გამოგვადგება გაზომვა?
დიახ. განათებას სამუშაო ადგილებზე ვზომავთ და ვადარებთ ნორმას. შედეგად ზუსტად ჩანს, სად აკლია სინათლე — და აღარ არის საჭირო კამათი იმაზე, „ბნელა თუ არა“.
ჩვენს ობიექტზე უნდა მოხვიდეთ?
დიახ, გაზომვა ადგილზე ხდება დაკალიბრებული ხელსაწყოებით. ლაბორატორიაში მხოლოდ შედეგები მუშავდება და დასკვნა ფორმდება.
ვერ იპოვეთ პასუხი? აღწერეთ თქვენი ობიექტი და გეტყვით, კონკრეტულად რა უნდა გაიზომოს.
დაგვირეკეთ: 593 11 90 10