ზედაპირული წყლის
ლაბორატორიული ანალიზი
სუნიდან მძიმე ლითონებამდე, ჟბმ/ჟქმ-მდე — 41 პარამეტრი ერთ კვლევაში. მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების ეკოლოგიური მონიტორინგი.
დაუკვეთეთ ზედაპირული წყლის ანალიზი
ზუსტი შედეგები · სერტიფიცირებული ლაბორატორია
41 პარამეტრი, ოთხ მიმართულებად
ერთი სინჯიდან ვაფასებთ მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების ფიზიკურ, ბიოგენურ, ქიმიურ და ლითონების მაჩვენებლებს.
ფიზიკურ-ორგანოლეპტიკური
6ჟანგბადი და ბიოგენები
7BOD
ჟქმ5 COD
ამონიუმის აზოტი
ნიტრატები NO₃⁻
ნიტრიტები NO₂⁻
პოლიფოსფატები
ანიონები და დამაბინძურებლები
7SO₄²⁻
ქლორიდები Cl⁻
ფტორიდები F⁻
ციანიდები CN⁻
სზან (დეტერგენტები)
ნავთობპროდუქტები
ფენოლები
მძიმე ლითონები და მიკროელემენტები
21ზედაპირული წყლების ეკოლოგიური კონტროლი
მდინარეების, ტბებისა და სხვა ზედაპირული წყლების ეკოლოგიური მდგომარეობის კონტროლი გარემოს დაცვის აუცილებელი ნაწილია. ზუსტი კვლევა დაგეხმარებათ დაბინძურების დროულ იდენტიფიცირებაში, ეკოლოგიური რისკების შეფასებასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენაში.
დაგვიკავშირდით
შევთანხმდებით კვლევის მოცულობაზე.
სინჯის აღება
სწორი მეთოდოლოგიით, შედეგის სიზუსტისთვის.
ლაბორატორიული ანალიზი
აკრედიტებული მეთოდებით.
სერტიფიცირებული დასკვნა
ნორმებთან შედარებული, ოფიციალური შედეგი.
პასუხები, სანამ დაგვირეკავთ
ის, რასაც ზედაპირული წყლების კვლევაზე ყველაზე ხშირად გვეკითხებიან.
რას ნიშნავს „ზედაპირული წყალი“?
ყველაფერს, რაც ღიად მოედინება ან დგას: მდინარე, ტბა, წყალსაცავი, არხი. ანუ ის წყალი, რომელსაც ვხედავთ — მიწისქვეშისგან განსხვავებით.
ვის სჭირდება მისი შემოწმება?
კომპანიებს, რომლებიც წყალსატევის მახლობლად მუშაობენ ან ნებართვისთვის ემზადებიან; ორგანიზაციებს, ვინც გარემოს მდგომარეობას აკვირდება; და მაშინ, როცა ეჭვია, რომ ვიღაც წყალს აბინძურებს.
მდინარეში თევზი იხოცება — გაარკვევს ანალიზი, რატომ?
ხშირად — დიახ. ვამოწმებთ, რამდენი ჟანგბადია წყალში (თევზისთვის ეს სასიცოცხლოა), ხომ არ არის ნავთობპროდუქტი, საწმენდი საშუალება ან მძიმე ლითონები. ეს ჩვეულებრივ საკმარისია, რომ მიზეზის მიმართულება დადგინდეს.
შესაძლებელია გავიგოთ, ვინ აბინძურებს?
ანალიზი გვეუბნება, რომელი ნივთიერებაა ნორმაზე მაღალი, და ეს უკვე ავიწროებს წრეს — ერთია საწარმოს ჩამონადენი, სულ სხვა სასოფლო-სამეურნეო ან საკანალიზაციო. ზუსტი წყაროსთვის ნიმუში რამდენიმე ადგილას აიღება.
რამდენ ადგილას უნდა ავიღოთ ნიმუში?
მინიმუმ ორში: სავარაუდო წყაროზე ზემოთ და ქვემოთ. ასე ჩანს, რა მდგომარეობა იყო მანამდე და რა შეიცვალა შემდეგ.
ვერ იპოვეთ პასუხი? აღწერეთ თქვენი შემთხვევა და გეტყვით, კონკრეტულად რა უნდა შემოწმდეს.
დაგვირეკეთ: 593 11 90 10