ჩამდინარე წყლები

აკრედიტებული ლაბორატორია · გარემოსდაცვითი მონიტორინგი

ჩამდინარე წყლის
ლაბორატორიული ანალიზი

pH-დან მძიმე ლითონებამდე, ჟბმ-სა და ჟქმ-მდე — 19 პარამეტრი ერთ კვლევაში. დააკმაყოფილეთ გარემოსდაცვითი ნორმები და აირიდეთ ჯარიმები.

აკრედიტებული მეთოდები ზუსტი შედეგები გარემოსდაცვითი ნორმები

დაუკვეთეთ ჩამდინარე წყლის ანალიზი

ზუსტი შედეგები · სერტიფიცირებული ლაბორატორია

დაგვიკავშირდით
19
პარამეტრი ერთ კვლევაში
4
ანალიზის მიმართულება
7
მძიმე ლითონი
100%
სერტიფიცირებული
რას ვამოწმებთ

19 პარამეტრი, ოთხ მიმართულებად

ერთი სინჯიდან ვაფასებთ ჩამდინარე წყლის ფიზიკურ მდგომარეობას, ორგანულ დატვირთვას, დამაბინძურებლებსა და მძიმე ლითონებს.

ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები

3
pH ტემპერატურა შეწონილი ნაწილაკები

ორგანული დატვირთვა და ბიოგენები

4
ჟბმ BOD ჟქმ5 COD საერთო აზოტი საერთო ფოსფორი

ნავთობი, ცხიმები და დამაბინძურებლები

5
ნავთობპროდუქტები ცხიმები დეტერგენტები (სზან) ფენოლები ფორმალდეჰიდი

მძიმე ლითონები

7
Cr6+
ქრომი
Ni
ნიკელი
Zn
თუთია
Pb
ტყვია
Sn
კალა
Fe
რკინა (საერთო)
Cu
სპილენძი
რატომ ჩვენ

ჩამდინარე წყლის კონტროლი — ბიზნესის უსაფრთხოება

ჩამდინარე წყლების შემოწმება აუცილებელია თქვენი ბიზნესის კანონიერი და შეუფერხებელი მუშაობისთვის. ზუსტი ლაბორატორიული კვლევა დაგეხმარებათ დააკმაყოფილოთ გარემოსდაცვითი მოთხოვნები, აირიდოთ ჯარიმები და აკონტროლოთ საწარმოო პროცესების უსაფრთხოება.

1

დაგვიკავშირდით

შევთანხმდებით კვლევის მოცულობაზე.

2

სინჯის აღება

სწორი მეთოდოლოგიით, შედეგის სიზუსტისთვის.

3

ლაბორატორიული ანალიზი

აკრედიტებული მეთოდებით.

4

სერტიფიცირებული დასკვნა

ნორმებთან შედარებული, ოფიციალური შედეგი.

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები, სანამ დაგვირეკავთ

ის, რასაც ჩამდინარე წყლის ანალიზზე ყველაზე ხშირად გვეკითხებიან.

ეს ჩემს ბიზნესს ეხება?

თუ თქვენი ობიექტიდან წყალი გადის გარემოში ან საკანალიზაციო სისტემაში — დიახ. ეს ეხება საწარმოებს, ავტოსამრეცხაოებს, სასტუმროებს, რესტორნებსა და სამშენებლო ობიექტებს.

რას ამოწმებთ ჩამდინარე წყალში?

19 მაჩვენებელს. მარტივად: რამდენად ბინძურია წყალი ორგანული ნარჩენებით, რამდენი ცხიმი, საწმენდი საშუალება და ნავთობპროდუქტია მასში და ხომ არ არის მძიმე ლითონები.

დასკვნაში ჟბმ და ჟქმ წერია — ეს რას ნიშნავს?

ეს ორი ციფრი აჩვენებს, რამდენად „დატვირთულია“ წყალი ორგანული ნარჩენებით. რაც უფრო მაღალია, მით მეტი მუშაობა სჭირდება გამწმენდ სისტემას და მით მეტია ზემოქმედება გარემოზე.

სად უნდა ავიღოთ ნიმუში?

თუ გინდათ დაამტკიცოთ, რომ ნორმებს იცავთ — გამწმენდის შემდეგ, გამოშვების ადგილას. თუ გინდათ გაიგოთ, კარგად მუშაობს თუ არა თქვენი გამწმენდი — ორივე ადგილას, შესვლისა და გამოსვლის წერტილში.

შემოწმება მოდის და დასკვნა მჭირდება — გამომადგება?

დიახ. დასკვნაში თითოეული მაჩვენებელი ნორმასთანაა შედარებული, ანუ პირდაპირ ჩანს, სცდება თუ არა თქვენი ჩამონადენი დასაშვებ ზღვარს.

თუ რომელიმე მაჩვენებელი გადაჭარბებულია, რა ვქნა?

დასკვნა გიჩვენებთ, კონკრეტულად რა არის მაღალი — ცხიმი, ნავთობპროდუქტი თუ ლითონი. ეს პირდაპირ მიგანიშნებთ, სად არის პრობლემა: გამწმენდში, წარმოების პროცესში თუ სხვაგან.

ვერ იპოვეთ პასუხი? აღწერეთ თქვენი შემთხვევა და გეტყვით, კონკრეტულად რა უნდა შემოწმდეს.

593 11 90 10