მიწისქვეშა წყლები

აკრედიტებული ლაბორატორია · ჭაბურღილი და წყარო

მიწისქვეშა წყლის
ლაბორატორიული ანალიზი

სუნიდან მძიმე ლითონებამდე — 41 პარამეტრი ერთ კვლევაში. ჭაბურღილისა და წყაროს წყლის სრული შემოწმება, ფარული დაბინძურების დროულად აღმოსაჩენად.

აკრედიტებული მეთოდები ზუსტი შედეგები ჭაბურღილი და წყარო

დაუკვეთეთ მიწისქვეშა წყლის ანალიზი

ზუსტი შედეგები · სერტიფიცირებული ლაბორატორია

დაგვიკავშირდით
41
პარამეტრი ერთ კვლევაში
4
ანალიზის მიმართულება
21
მძიმე ლითონი
100%
სერტიფიცირებული
რას ვამოწმებთ

41 პარამეტრი, ოთხ მიმართულებად

ერთი სინჯიდან ვაფასებთ ჭაბურღილისა და წყაროს წყლის ფიზიკურ, ბიოგენურ, ქიმიურ და ლითონების მაჩვენებლებს.

ფიზიკურ-ორგანოლეპტიკური

6
სუნი გემო pH ტემპერატურა შეწონილი ნაწილაკები მინერალიზაცია

ჟანგბადი და ბიოგენები

7
წყალში გახსნილი ჟანგბადი ჟბმ BOD ჟქმ5 COD ამონიუმის აზოტი ნიტრატები NO₃⁻ ნიტრიტები NO₂⁻ პოლიფოსფატები

ანიონები და დამაბინძურებლები

7
სულფატები SO₄²⁻ ქლორიდები Cl⁻ ფტორიდები F⁻ ციანიდები CN⁻ სზან (დეტერგენტები) ნავთობპროდუქტები ფენოლები

მძიმე ლითონები და მიკროელემენტები

21
Al
ალუმინი
Ba
ბარიუმი
Be
ბერილიუმი
B
ბორი
As
დარიშხანი
V
ვანადიუმი
Hg
ვერცხლისწყალი
Zn
თუთია
Cd
კადმიუმი
Co
კობალტი
Mn
მანგანუმი
Mo
მოლიბდენი
Ni
ნიკელი
Fe
რკინა
Cu
სპილენძი
Se
სელენი
Sb
სტიბიუმი
Ti
ტიტანი
Tl
ტალიუმი
Pb
ტყვია
Cr6+
ქრომი
რატომ ჩვენ

მიწისქვეშა წყლის უსაფრთხო ათვისება

მიწისქვეშა წყლის შემოწმება გადამწყვეტია მისი სასმელი, სამეურნეო თუ ინდუსტრიული გამოყენებისას. ჭაბურღილისა და წყაროს წყლის ზუსტი კვლევა დაგეხმარებათ ფარული დაბინძურების დროულად აღმოჩენაში, რისკების თავიდან აცილებასა და წყლის რესურსის სწორად ათვისებაში.

1

დაგვიკავშირდით

შევთანხმდებით კვლევის მოცულობაზე.

2

სინჯის აღება

სწორი მეთოდოლოგიით, შედეგის სიზუსტისთვის.

3

ლაბორატორიული ანალიზი

აკრედიტებული მეთოდებით.

4

სერტიფიცირებული დასკვნა

ნორმებთან შედარებული, ოფიციალური შედეგი.

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები, სანამ დაგვირეკავთ

ის, რასაც მიწისქვეშა წყლის ანალიზზე ყველაზე ხშირად გვეკითხებიან.

რით განსხვავდება მიწისქვეშა წყალი სასმელისგან?

მიწისქვეშა წყალი ჭაბურღილში ან წყაროშია — ის, რაც მიწიდან ამოდის. თუ ამ წყალს სვამთ, დამატებით სასმელი წყლის შემოწმებაც სჭირდება, სადაც ბაქტერიებიც მოწმდება.

ახალი ჭაბურღილი გავიკეთე — რა უნდა შევამოწმო?

სასურველია სრული სურათი: მარილიანობა, რკინა, ნიტრატები, მძიმე ლითონები და ბაქტერიები. ეს ერთხელ კეთდება და შემდეგ უკვე იცით, რა გაქვთ და საჭიროა თუ არა ფილტრი.

წყალი სუფთად გამოიყურება — მაინც უნდა შევამოწმო?

სწორედ ეს არის მიწისქვეშა წყლის მთავარი ხაფანგი. ნიტრატები, დარიშხანი და ტყვია წყალს არც ფერს უცვლის, არც სუნს და არც გემოს. დაბინძურება წლების განმავლობაში გროვდება და მხოლოდ ანალიზით ჩანს.

როდის არის რისკი განსაკუთრებით მაღალი?

როცა ახლოს არის ნაგავსაყრელი, ავტოგასამართი, საწარმო, ფერმა ან ინტენსიურად დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი. ასევე მაშინ, თუ წყლის გემო ან სუნი შეიცვალა.

როგორ ავიღო ნიმუში ჭაბურღილიდან?

ჯერ ტუმბო რამდენიმე წუთი უნდა იმუშაოს, რომ მილში გაჩერებული წყალი ჩამოირეცხოს — თორემ მილს შეამოწმებთ და არა ჭაბურღილს. ჭურჭელი სუფთა უნდა იყოს, ბაქტერიების შემოწმებისთვის კი — სტერილური. ჭურჭელსა და ინსტრუქციას წინასწარ მიიღებთ.

ვერ იპოვეთ პასუხი? აღწერეთ თქვენი შემთხვევა და გეტყვით, კონკრეტულად რა უნდა შემოწმდეს.

დაგვირეკეთ: 593 11 90 10