
ნატა ხვედელიძე “ბი-ბი-ი სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიას“ შემოუერთდა 2024 წელს ქიმიკოსის პოზიციაზე.
იგი არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
ნატას მონაწილეობა ხშირად მიუღია ეროვნული და საერთაშორისო ქიმიის ოლიმპიადის ორგანიზებაში. მისი გამოცდილება ამ სფეროში მოიცავს, თეორიული და პრაქტიკული ამოცანების შედგენას კონკურსისთვის. ასევე ის იყო პირველი და მეორე ადგილის მფლობელი საბერძნეთის ჯგუფების მენტორი CupExS-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე.
ნატა ბაკალავრის 4 კურსის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სასწავლო ლაბორატორიებში ექსპერიმენტებისა და ანალიზების ჩატარებაში, რათა უფრო საფუძვლიანად შეესწავლა ქიმიური პროცესებისაგან შემდგარი ყოველდღიურობა და შეძლებოდა მათი ახსნა.
